მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლევან დავითაშვილი სამინისტროების რიცხვის ზრდას პრემიერის სტრატეგიით ხსნის

კობახიძე დავითაშვილი

"რამდენი სამინისტრო იქნება, ეს არ ნიშნავს მცირე ან დიდ მთავრობას, ეს არის ტაქტიკა, როგორ უნდა მიაღწიოს მთავრობამ კონკრეტულ მიზანს" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.

იგი განმარტავს, რომ ასეთი ტაქტიკა პრემიერ-მინისტრმა აირჩია და ჩაითვალა რომ ასეთი ტიპის ორგანიზაციული სტრუქტურით შეიძლება მთავრობა უფრო მეტად აღწევდეს იმ ამოცანებს, რაც სამთავრობო პროგრამაშია გაწერილი.

"მთავრობა ერთიანი სხეულია და სამინისტროები კონკრეტული ნაწილები, ინგლისურში სამინისტროებს დეპარტამენტები ჰქვია, რადგან ერთიანი მთავრობის ნაწილებია და ეს არის ტაქტიკა, რომელსაც კონკრეტულად პრემიერ-მინისტრი ირჩევს და ასე ჩაითვალა, რომ ასეთი ტიპის ორგანიზაციული სტრუქტურით შეიძლება მთავრობა უფრო მეტად აღწევდეს იმ ამოცანებს, რაც სამთავრობო პროგრამაშია გაწერილი", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები