ნოდარ კერესელიძემ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის პოსტი დატოვა და საქმიანობას UNDP-ში გააგრძელებს.
ამის შესახებ bm.ge-ის სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, თუმცა ვინ დაიკავებს ლევან დავითაშვილის პირველი მოადგილის თანამდებობას, ჯერჯერობით, უცნობია.
კერესელიძე სოფლის მეურნეობის სამინისტროში მოადგილის პოსტს 2014 წლის აგვისტოდან იკავებდა, მოგვიანებით კი, მინისტრის პირველი მოადგილე გახდა.
ცნობისთვის: 2013-2014 წლებში ნოდარ კერესელიძე მაკკეინის ინსტიტუტის, ასევე მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის მკვლევარი იყო.