მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლევან დავითაშვილმა FAO -სთან თანამშრომლობის განახლებულ გეგმას ხელი მოაწერა

5c46dc0e6e3f4
BM.GE
22.01.19 13:06
577
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ბერლინში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული წარმომადგენლის მოადგილეს რაიმუნდ იელეს შეხვდა.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ხელი მოაწერეს 2017-2020 წლებში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერების განახლებულ დოკუმენტს.

აღნიშნული დოკუმენტი მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის დარგის კონკურენტუნარიანობის ზრდას, სურსათის წარმოების, ხელშეწყობას და თანასწორობის პრინციპის გათვალისწინებით სოფლად სიღარიბის დაძლევას, ასევე, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგიების და სამოქმედო გეგმებით გათვალისწინებული აქტივობების მხარდაჭერას.

დოკუმენტი მოიცავს საქართველოს ექსტენციის სისტემის განვითარებას, საზოგადოების საჭიროებებზე მორგებული სერვისების ინკლუზიურობის და თანამონაწილეობის უზრუნველყოფას და გარემოსადმი მეგობრულად განწყობილი სოფლის მეურნეობისა და ეკოსისტემების დანერგვას რეგიონებში და, ამ მიზნით, სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობას. პროექტის მთავარი პარტნიორები არიან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ადგილობრივი თვითმართველობები და პროფესიული განვითარების ცენტრები, ფერმერები და კერძო ბენეფიციარები.

პროექტი 4-წლიანია და აღნიშნული მიმართულებებით ტექნიკურ დახმარებას ითვალისწინებს.

როგორც ლევან დავითაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, FAO არის სამინისტროს უმნიშვნელოვანესი პარტნიორი, როგორც დარგში მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერის, ისე მთავრობის მიერ შემუშავებული პოლიტიკის პრაქტიკაში დანერგვის კუთხით.

„მისასალმებელია, რომ თბილისში მუშაობს FAO -ს 40-მდე თანამშრომელი ცოდნის გაზიარებისა და ექსპერტული დახმარების მიმართულებით“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

რაიმუნდ იელეს განცხადებით, საქართველო არის რეგიონში მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყანა და საქართველოს მთავრობის მიერ დარგში განხორციელებული რეფორმები ხელს უწყობს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები