მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლევან იზორია განათლების საკითხებში ირაკლი კობახიძის მრჩევლად დაინიშნა

ლევან იზორია

ლევან იზორია განათლების საკითხებში ირაკლი კობახიძის მრჩევლად დაინიშნა.

იზორია ბოლოს გერმანიაში ელჩის თანამდებობას იკავებდა.

განათლება

  • დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდული ფაკულტეტი 1996 წელს;
  • გერმანიის ქალაქ გოტინგენის გეორგ-აუგუსტის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურა 1999 წელს;
  • გერმანიის ქალაქ გოტინგენის გეორგ-აუგუსტის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურა 2002 წელს.

კარიერა

  • 1995-1998წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამართლის თეორიისა და კონსტიტუციური სამართლის კათედრის მასწავლებელი;
  • 1999-2002წწ. გერმანიის ქალაქ გოტინგენის სახელმწიფოს მოძღვრებისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორის თანაშემწე;
  • 2002 წლიდან - საქართველოს მეცნიერების აკადემიასთან არსებული თ. წერეთლის სახელობის სამართლის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი;
  • 2002-2003წწ. სამართალდამცავი ორგანოების რეფორმების სახელმწიფო კომისიის კოორდინატორი;
  • 2003-2004წწ. გერმანიის კონრად-ადენაუერის სახელობის პოლიტიკური ფონდის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში;
  • 2004-2006წწ. შსს აკადემიის რექტორი; 2
  • 006-2007წწ. საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი;
  • 2007-2009წწ. მეცნიერ-მკვლევარი, პროფესორი შპაიერის გერმანული საჯარო ადმინისტრაციის კვლევის ინსტიტუტში (ჰუმბოლტის ფონდის სტიპენდიატი);
  • 2009-2010წწ. კავკასიის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი;
  • 2009-2011წწ. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
  • 2010-2011წწ. წლის ივლის-აგვისტოში მეცნიერული მივლინება ჰაიდელბერგის საზღვარგარეთის ქვეყნების საჯარო სამართლისა და საერთაშორისო სამართლის მაქს-პლანკის ინსტიტუტში;
  • 2011-2014წწ. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სრული პროფესორი;
  • 2014 წლიდან საქართველოს შსს-ს აკადემიის სრული პროფესორი;
  • 2012-2015წწ. საქართველოს შს მინისტრის მოადგილე;
  • 2015-2016წწ. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე;
  • 2016-2019წწ. საქართველოს თავდაცვის მინისტრი;
  • 2019-2020წწ. საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფორსი;
  • 2019-2020წწ. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი;
  • 2020 წლიდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები