მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლევან ხაბეიშვილს 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ლევან ხაბეიშვილი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს ლევან ხაბეიშვილს 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ყოფილ გენპროკურორ მურთაზ ზოდელავას კი 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო.

ცნობისთვის, ხაბეიშვილს ედავებოდნენ, რომ უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის დაპირება და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საქვეყნოდ მოწოდება განახორციელა.

მურთაზ ზოდელავას კი ედავებოდნენ, რომ ის უკანონოდ ჩაერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში და საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით სცადა გადაემალა ხაბეიშვილი მობილური ტელეფონი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები