მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლევან კობერიძე - პროკურატურის განცხადება შავი ლაქაა, ასე არ უნდა მუშაობდეს პროკურატურა

5c7d025b39407
BM.GE
04.03.19 14:43
995
ქართული ოცნების დეპუტატი ლევან კობერიძე მთავარ პროკურატურას აკრიტიკებს. მისი თქმით, მაშინ, როდესაც ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საფინანსო ისნტიტუტის რეპუტაცია სასწორზე დევს, მსგავსი ტიპის განცხადებები არ უნდა კეთდებოდეს.

“პოლიტიკური ჭრილიდან გადმოვხედავ ამ საკითხს არანაირად არ ვარ კმაყოფილი პროკურატურის საქმიანობით და ვერ ვხდები თუ რატომ ხდება ასე ამოწყვეტილად ასეთ საკითხზე მსგავსი ტიპის პრესკონფერენციებით მსჯელობა, მაშინ როდესაც მეორეს მხრივ სასწორზე დგას არამხოლოდ ინდივიდების რეპუტაცია, არამედ, სწორედ იმ პროექტის პერსპექტივა, რომელიც სწორედ კონსტიტუციაშია ჩაწერილი (ანაკლიის პორტი) შესაბამისად, ნებით თუ უნებლიედ პროკურატურა სამწუხაროდ აკეთებს ასეთ განცხადებებს. მე ველოდები რეფორმირებულ პროკურატურას და არა ისეთს, როდესაც მსგავსი ტიპის პრესკონფერენციებით უფრო მეტი კითხვები ჩნდება საზოგადოებაში. სამწუხაროდ უნებლიედ თუ ნებით, ეს პროკურატურამ უნდა გამოხატოს თავისი პოზიცია, იქმება შთაბეჭდილება რომ მოხდა რეპუტაციის დაზიანება.

ეს პროკურატურის ლაქაა და ეს ასე არ უნდა ხდებოდეს. ასე არ უნდა გააგრძელოს პროკურატურამ მომავალში მუშაობა,”- ამბობს კობერიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები