მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლევან კობერიძე პარლამენტში ფინანსთა მინისტრისა და საგამოძიებო სამსახურის უფროსის დაბარებას მოითხოვს

5d011d023b011
BM.GE
12.06.19 21:30
1567
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე BMG-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ 30 მილიონი ლარის ყალბი ანგარიშფაქტურების საქმის მხილება არის იმ მასშტაბის დანაშაული, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ახსნა-განმარტებების გაკეთებას საჭიროებს. დეპუტატი პარლამენტში ფინანსთა მინისტრისა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის დაბარებას ითხოვს.

11 ივნისს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამი პირის დაკავების შესახებ გაავრცელა განცხადება. გამოძიების ინფორმაციით, მათ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დაარეგისტრირეს კომპანიები, ამ კომპანიების სახელით კი ფიქტიური ანგარიშგებები მოამზადეს. ამ დოკუმენტების მეშვეობით ჯამურად 30 მილიონი ლარის ფიქტიური აქტივები შექიმნა.

ლევან კობერიძის განცხადებით, ეს საქმე ან საზედამხედველო უწყებების სუსტ მაკონტროლებელ შესაძლებლობებეზე, ან საგადასახადო სისტემაში კორუფციის არსებობის შესახებ მიანიშნებენ.

“ორი ტიპის პრობლემაზე შეგვიძლია ვისაუბროთ, ეს მიანიშნებს უსერიოზულეს ხარვეზებზე ან თავად მაკონტროლებლის, რადგან 30 მილიონი ლარის ვალდებულება არ წარმოიშვება ერთ დღეში. შესაბამისად, აქ საქმე გვაქვს ან სავარაუდო გულგრილობასთან ან ამ დარღვევისთვის ხელის დაფარებასთან, რაც კიდევ უარესია. თუ ეს ასეა, ეს მიუთითებს კორუფციული გარიგებების არსებობაზე. მსგავსი ტიპის დანაშაულები მე მახსოვს იყო შევარდნაძის პერიოდში, როდესაც ელექტრონული სისტემაც არ იყო. ასეთი დანაშაულების ჩადენა შეუძლებელი იყო მაღალჩინოსანთა მფარველობის გარეშე. დღეს როდესაც ელექტრონული სისტემაა და როდესაც გამჭვირვალეა ეს ოპერაციები, ჩემთვის ძნელი წარმოსადგენია, რომ გარკვეული ხელშეწყობისა და გარკვეული მფარველობის გარეშე შესაძლებელი ყოფილიყო ამის განხორციელება,”- განუცხადა ლევან კობერიძემ BMG-ის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები