დეპუტატ ლევან კობერიძის განცხადებით, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ ეკონომიკის ახალი მინისტრი ნათია თურნავა კომიტეტის სხდომაზე უნდა მიიწვიოს.
ამის შესახებ დამოუკიდებელმა პარლამენტარმა „საქმის კურსში“ განაცხადა.
„იმედი მაქვს, რომ ეკონომიკის კომიტეტი და მისი თავმჯდომარე რომან კაკულია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ნათია თურნავა კომიტეტში დროულად მოვიდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგივე ფორმატის შეხვედრაზე, როგორზეც ხვალ გიორგი ქობულიას ვიწვევთ, მასაც აუცილებლად მოვიწვევთ,“ - განმარტა კობერიძემ.
ცნობისთვის: საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია ხვალ, 13:00 საათზე პარლამენტის შენობის კინოდარბაზში მივა.
როგორც დამოუკიდებელმა პარლამენტარმა ლევან კობერიძემ აღნიშნა, ეკონომიკის ყოფილ მინისტრს დეპუტატების გარკვეულმა ჯგუფმა წერილი გაუგზავნა და პარლამენტში, ღია ფორმატში მისვლა შესთავაზა.

























