მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლევან კობერიძის 3 კითხვა გიორგი გახარიას

5d74b3527eedf
თელარა გელანტია
08.09.19 11:56
1014
დამოუკიდებელი დეპუტატის ლევან კობერიძის შეფასებით, ქვეყანაში პოლიტიკური და ელიტარული კორუფციის ნიშნებია.

ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიას ამ და სხვა თემებზე, ჯამში, სამი კითხვა დაუსვა.

„დღეს ჩვენ, სამწუხაროდ, სახეზე გვაქვს, რომ რეალურად ჩამოყალიბებულია პოლიტიკური და ელიტარული კორუფციის ნიშნები. პოლიტიკური კორუფცია ესაა ტელევიზიებთან მიმართებაში სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ 55 მლნ-იანი დავალიანების არსებობა, რომელის არის გადასახადის გადამხდელების ფული და მოპარულია. მე მივიღე ფინანსთა მინისტრისგან პასუხი, რომ „რუსთავი 2“-თან მიმართებაში სტრასბურგის სასამართლომ შეგვიშალა ხელიო; ნიკა გვარამიაც სტრასბურგს აბრალებს. კარგი, „რუსთავი 2“-ის შემთხვევაში თუ სტრასბურგმა შეგიშალათ ხელი, მაშინ რამ შეგიშალათ ხელი „მაესტროსა“ და „იმედისთვის“ დაგედოთ ინკასო და ამოგეღოთ ეს თანხები დროულად?

მეორე კითხვა - რაც შეეხება ელიტარულ კორუფციას, 100 მლნ დღგ-ის ნაწილში ყალბი აქტივის შექმნა. მე მგონია, რომ ესაა ის თემა, როდესაც თქვენ, როგორც მომავალი პრემიერი დიდი გამოწვევის წინაშე დგახართ და თქვენი პასუხი მაინტერესებს ამასთან დაკავშირებით - ბიზნესმენებზე აპირებთ, რომ გადატეხოთ მთელი ეს პროცესი? დაჭერილი გყავთ ბიზნეს-სუბიექტების წარმომადგენლები და არცერთი მაღალი თანამდებობის პირი და როგორ ხდებოდა ეს, ზემდგომ ინსტანციებში რაღაც ხელის დაფარების გარეშე, როგორ დაგროვდა ეს 100 მლნ, წარმოუდგენელია ჩემთვის;

და კიდევ ერთი კითხვა - თქვენ თქვით, რომ 20 ივნისის მოვლენების საქმის გამოძიების შემდეგ მიიღებდით გადაწვეტილებას საკუთარ პოლიტიკურ ბედთან დაკავშირებით და რატომ გატეხეთ სიტყვა? შემოგთავაზეს პრემიერ-მინისტრობა და ვეღარ თქვით უარი მომხიბვლელ წინადადებაზე? იმიტომ რომ ყველა ელოდებოდა თქვენგან თქვენი სიტყვის შესრულებას“, - მიმართა კობერიძემ გიორგი გახარიას.

ამ დროისთვის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შესვენება გამოცხადდა, რომლის შემდეგ პრემიერობის კანდიდატი დეპუტატების კითხვებს უპასუხებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები