მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლევან მგალობლიშვილი აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

ლევან მგალობლიშვილი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, დანიშვნიდან 8 თვის შემდეგ ლევან მგალობლიშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მან განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა.

„გუნდთან და პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო თანამდებობა,“ — წერს მგალობლიშვილი.

მან მადლობა გადაუხადა აფხაზეთის მთავრობისა და სამინისტროების თანამშრომლებს, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს და დევნილ მოქალაქეებს.

"მინდა მადლობა გადავუხადო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, სამინისტროების ყველა თანამშრომელს, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს მხარდაჭერისთვის, იმ ათასობით დევნილს, რომელსაც პირადად შევხვდი ამ მოკლე დროში, მაგრამ ჩვენ შევძელით მცირედი, თუმცა ნაყოფიერი პროექტების განხორციელება.

მადლობა მხარდაჭერისთვის, მე ვრჩები თქვენთან როგორც ენგურს გაღმა, ასევე გამოღმა მცხოვრებ დროებით დევნილი მოქალაქეების უფლებების სადარაჯოზე", - დაწერა ლევან მგალობლიშვილმა.

"ქართული ოცნების" დეპუტატი ლევან მგალობლიშვილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ 2024 წლის სექტემბერში დაინიშნა.

მგალობლიშვილის გადადგომის შესახებ ინფორმაცია გასულ დაახლოებით 10 დღის წინ გავრცელდა, თუმცა მაშინ აფხაზეთის მთავრობაში bm.ge-სთან ინფორმაცია უარყვეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები