მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლევან მურუსიძე: "სახელფასო ბარათი დამებლოკა, მაგრამ ხელფასს რამენაირად ავიღებ"

ლევან მურუსიძე

მოსამართლეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრ ლევან მურუსიძეს სახელფასო ბარათი დაებლოკა. ამის შესახებ მან ინფორმაცია თავად "ტვ პირველს" დაუდასტურა, თუმცა, მურუსიძემ მედიასთან კომენტარისას აღნიშნა, რომ მიუხედავად ამისა, მას ვერ წარმოუდგენია, რომ ხელფასი ვერ აიღოს.

"ერთადერთი, რაც დამებლოკება, ეს არის სახელფასო ბარათი, მაგრამ ხელფასს რამენაირად ავიღებ. ვერ წარმომიდგენია, რომ ხელფასი ვერ ავიღო."- აღნიშნა "ტვ პირველთან" ინტერვიუში ლევან მურუსიძემ.

მოსამართლე ჟურნალისტის დამაზუსტებელ შეკითხვას, როდის დაებლოკა ბარათი, პასუხობს, რომ სახელფასო ბარათს უკვე ვეღარ იყენებს: "სახელფასო ბარათი დამებლოკა, როდის დამებლოკა რა მნიშვნელობაა აქვს, დეტალებია ეს", - დასძინა სანქცირებულმა მოსამართლემ.

ცნობისთვის, ლევან მურუსიძეს სახელფასო ბარათი ბრიტანეთის ფინანსური სანქციების ფარგლებში დაუწესდა. აღსანიშნავია, რომ დიდმა ბრიტანეთმა გლობალური ანტიკორუფციული სანქციების ახალი პაკეტის ფარგლებში ქართველ მოსამართლეებს - ლევან მურუსიძესა და მიხეილ ჩინჩალაძეს ფინანსური სანქციები გუშინ დაუწესა. ბრიტანეთის ხაზინის მიერ გამოქვეყნებულ განმარტებაში ნათქვამია, რომ მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე ჩართული არიან "სერიოზულ კორუფციულ საქმიანობაში".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები