მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლევან რატიანი: საუნივერსიტეტო კლინიკა მალე გადავა ჩვეულ რეჟიმში

5eb90603bb98f
ინგა მურუსიძე
11.05.20 12:04
5187
ჩვენი კლინიკა მალე გადავა ჩვეულ რეჟიმში, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე საუნივერსიტეტო კლინიკაში კოვიდ ინფიცირებული 52 პაციენტი რჩება და ეს მაჩვენებელი ყველაზე დაბალია, რაც აქამდე კლინიკაში ყოფილა.

„დინამიკა არის კლებისკენ, მინდა გითხრათ, რომ ბოლო 24 საათში ჩვენი კლინიკიდან გაეწერა 9 პაციენტი, ახალი შემთხვევა ბოლო რამდენიმე დღეა არ მიგვიღია და ესეც ძალიან გვახარებს. რეანიმაციაში გვყავს სამი პაციენტი, მათგან ერთი ხელოვნურ სუთქვაზეა, ხოლო ორი - გამარტივებულ ხელოვნურ ვენტილაციაზე დადებითი დინამიკით. მათთან არც ერთთან კოვიდ ინფექცია არ დასტურდება. განყოფილებაში მყოფი პაციენტებიდან ველოდებით ტესტირების შედეგებს, დღის მეორე ნახევარში გვეცოდინება და ალბათ რამდენიმე ადამიანი დატოვებს კლინიკას. ჩვენი კლინიკა მალე გადავა ჩვეულ რეჟიმში", - განაცხადა რატიანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები