მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლევან რაზმაძე: უამრავი საშუალება გავაჩინეთ, რომ ტენდერები მორგებული არ იყოს

5cb0526e2d68c
ლიკა გურაბანიძე
12.04.19 12:50
2006
"ჩვენ უამრავი საშუალება გავაჩინეთ, რომ ეს ტენდერები მორგებული არ იყოს", - ამის შესახებ შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან რაზმაძემ დღეს, ევროკავშირის ახალი პროექტის – "საქართველოს საჯარო შესყიდვების სისტემის გაძლიერება" – პრეზენტაციის ფარგლებში, შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი განმარტებით, ტენდერის როგორც მონაწილეებს, ისე სხვა დაინტერესებულ პირებს საშუალება აქვთ, რომ მსგავსი ფაქტები დავების განხილვის საბჭოში გაასაჩივრონ.

"დავების განხილვის საბჭო ოპერატიულად წყვეტს ამ საკითხებს და დაინტერესებულ მხარეს წარუდგენს, რომელიც მხოლოდ სამართლიანია", - განაცხადა რაზმაძემ.

მისივე თქმით, არსებობენ გადაწყვეტილებით ისეთი უკმაყოფილო მხარეები, რომლებიც შემდეგ სასამართლოს მიმართავენ.

"თუმცა დღემდე ყველა გადაწყვეტილება სასამართლომ დავების საბჭოს სასარგებლოდ მიიღო. რადგან ის არის სამარათლიანად გამოტანილი გადაწყვეტილებები", - აღნიშნა რაზმაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები