მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

სამხარაული

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს გიორგი თვაური უხელმძღვანელებს. თვაურმა პოსტზე მამუკა ჯანგულაშვილი ჩაანაცვლა, რომელიც პრემიერის ბრძანების საფუძველზე განთავისუფლდა.

შესაბამისი ბრძანება მთავრობის ადმინისტრაციამ 14 აგვისტოს გამოსცა. უცნობია, რა გახდა ჯანგულაშვილის გათავისუფლების მიზეზი.

მამუკა ჯანგულაშვილი ექსპერტიზის ბიუროს უფროსის პოსტზე 2021 წლის მარტში დაინიშნა. მანამდე იგი შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა.

რაც შეეხება გიორგი თვაურს, ის სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ხელმძღვანელობდა 2012-2019 წლებშიც.

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სხვადასხვა დროს ის იყო ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე; საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს პრობაციის ეროვნული სააგენტოს დირექტორი; საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები