ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსად გიორგი მურვანიძე დაინიშნა. შესაბამისი ბრძანება "ოცნების" მთავრის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამოსცა.
მურვანიძე დანიშვნამდე ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობას იკავებდა. ის პროფესიით სამართალმცოდნეა და მინიჭებული აქვს საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორის ხარისხი.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, მურვანიძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით, ხოლო საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორანტურა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიარა. წლების განმავლობაში მურვანიძე სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობდა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში.




























