მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლევან სურგულაძე: საპენსიო ფონდში 20 მილიონი ლარია მობილიზებული

5c504ea61f15c
თამუნა დემეტრაშვილი
29.01.19 16:59
1173
საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელის ლევან სურგულაძის ინფორმაციით, 18 სამუშაო დღის განმავლობაში, სისტემაში 25 ათასი კერძო კომპანია დარეგისტრირდა და გახსნილია 300 ათასი ინდივიდუალური საპენსიო ანგარიში.

,,ფონდში უკვე აკუმულირებულია 20 მილიონი ლარი; თვის ბოლოსკენ კიდევ ველოდებით მატებას. ვვარაუდობთ, რომ ამ დროისათვის მინიმუმ 500 ათასი ინდივიდუალური ანგარიში გვექნება და 30-35 მილიონი ლარი - ფონდში“, - განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, თებერვლის შუა რიცხვებისთვის მაჩვენებლები კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან სისტემა ახალია და დამსაქმებლებსა და ბუღალტრებსაც ,,მიჩვევა“ სჭირდებათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები