მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლევან ვარშალომიძემ ყაზახეთში წინასწარი დაკავების იზოლატორი დატოვა - "ჩართული იყო საკონსულო და საელჩოც"

ლევან ვარშალომიძე

ლევან ვარშალომიძე თავისუფალია - ინფორმაციას "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან ანთაძე bm.ge-სთან ადასტურებს. მისი თქმით, ამ წუთებში ყაზახეთში იურიდიული პროცედურები მიმდინარეობს.

ანთაძე ამბობს, რომ საქმე ეხებოდა რუსეთის მოთხოვნას, თუმცა ზუსტ მუხლს ვერ დაასახელებს. მისი თქმით, განთავისუფლების საკითხში ჩართული იყო ქართული მხარე.

"ჩართული იყო ქართული მხარე, საკონსულო და საელჩო. ასევე, ჩვენი მხარე ესაუბრა მაკა ბოჭორიშვილსაც", - განაცხადა ანთაძემ.

bm.ge-მ საგარეო საქმეთა სამინისტროს ჰკითხა, რა ტიპის ჩართულობა იყო უწყების მხრიდან.

18 მარტს ცნობილი გახდა, რომ ლევან ვარშალომიძე ყაზახეთში ჩაფრენისას დააკავეს.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ განაცხადეს, რომ ლევან ვარშალომიძეზე რუსეთში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე უკრაინისთვის პოლიტიკური და საკონსულტაციო დახმარების გაწევისთვის და დაკავებაც ამ ფაქტს უკავშირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები