მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლევან ვეფხვაძე "ოქროს სიის" შეღავათის გაუქმებაზე: გადაწყვეტილების მიღების ფორმა მიუღებელია

5cf8f2c3488ad
ლიკა გურაბანიძე
06.06.19 15:21
1081
"ამ გადაწყვეტილების შესახებ პოსტფაქტუმ გავიგეთ", - ამის შესახებ ბიზნესასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ ე.წ "ოქროს სიაში" მყოფი კომპანიებისთვის გათვალისწინებული გადასახადების დაფარვის ვადებთან დაკავშირებით შეღავათის გაუქმების ფაქტის შეფასებისას განაცხადა. საუბარია იმპორტის გადასახდელების 30-დღიანი ვადის 5 დღემდე შემცირებაზე.

"იმ ფონზე, როგორი ურთიერთობაც ბიზნესსა და მთავრობას შორის ჩამოყალიბდა, თუნდაც ჩვენი ასოციაციის სახით, მოულოდნელი და კონტექსტიდან ამოვარდნილი იყო ის გადაწყევტილება, რომელიც გუშინ გახდა ცნობილი. მსგავს გადაწყვეტილებაზე, რომელმაც პოტენციურად შესაძლოა რაიმე ტიპის გავლენა მოახდინოს კომპანიების და ბიზნესის ფინანსურ ნაკადებზე, ვფიქრობთ, რომ წინასწარი კონსულტაციები სწორედ იმ კომპანიებთან უნდა გაიარო, რომელსაც ეს ეხება. ის ფორმა მიუღებელია, რა ფორმითაც გადაწყვეტილების მიღება მოხდა", - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

ვეფხვაძის თქმითვე, მას ბიზნეს ასოციაციის წევრებთან კომუნიკაცია აქვს.

"საბოლოო პოზიციას მაშინ დავაფიქსირებთ, რაც ჩვენი წევრი კომპანიებისგან იმ პრობლემებს მოვისმენთ, რაც ამ გადაწყვეტილების შემდეგ პოტენციურად მათ შეექმნებათ. გარდა ამისა, გადწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით ჩვენ დასაბუთება გვჭირდება.

სამწუხაროდ აღმასრულებელი ხელისუფლების ის პირები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან, საქართველოში არ იმყოფებიან და იმედი გვაქვს, რომ მათი ჩამოსვლის შემდეგ იმ ჩვეულ რეჟიმში, რომელიც ჩვენ გვაქვს, კონსულტაციის რეჟიმში მათთან კომუნიკაციას განვაგრძობთ", - განმარტა ვეფხვაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები