მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლევან ვეფხვაძე: სახელმწიფოს ხელშეწყობის გარეშე ქარის ვერცერთი სადგური აშენდება

5c55a39925a68
BM.GE
02.02.19 20:10
2659

თუ სახელმწიფოს ხელშეწყობა არ იქნება, საქართველოში, ქარის ელექტროსადგურის ვერცერთი პროექტი ვერ განხორციელდება, - საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია (სსეკ) იმ სირთულეებზე აცხადებს, რაც ქარს ენერგიასთან ერთად მოაქვს.

GIG შვილობილი კომპანია შიდა ქართლში 20-მეგავატიანი ქარის ელექტროსადგურის აშენებას გეგმავს და შერჩეული ადგილის პოტენციალს უკვე მე-6 წელია აკვირდება. სპეციალური მეტეო-ანძა სოფელ სკრასთან არის დადგმული.

„ისეთივე სახელმწიფო მხარდაჭერის პირობებში, რაც „ქართლის ქარის სადგურს“ აქვს, უკვე დიდი ხნის აშენებული გვექნებოდა მსგავსი სადგური“, - აცხადებს სსეკ-ის გენერალური დირექტორი.

ლევან ვეფხვაძე იმ სირთულეებს განმარტავს, რაც განახლებადი ენერგიის, კერძოდ ქარის ენერგიის ათვისებას უკავშირდება.

„გამომუშავების სპეციფიკიდან გამომდინარე, ქარის სადგურს აქვს შედარებით დაბალი დატვირთვის კოეფიციენტი, ვიდრე ჰიდროელექტროსადგურებს. მისი გამომუშავებული ელექტროენერგია შედარებით ძვირი ჯდება. აქედან გამომდინარე, თუ არ იქნება ქარის ენერგიის შემთხვევაში გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებები, მისი განვითარება გაჭირდება“, - განმარტავს ვეფხვაძე.

წყარო: GBC

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები