მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლევან ვერძეულმა საპენსიო სააგენტოს მთავარი საინვესტიციო ოფიცრის პოზიცია დატოვა

ლევან ვერძეული

ლევან ვერძეულმა საპენსიო სააგენტოს მთავარი საინვესტიციო ოფიცრის პოზიცია დატოვა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად წერს.

"პრივილეგია იყო ისეთი ინსტიტუტის შექმნასა და ხელმძღვანელობაში მონაწილეობა - რომელიც თაობების ფინანსურ მომავალს შექმნის - და გამორჩეულ კოლეგებთან ერთად მუშაობა", - წერს ვერძეული.

როგორც ის ამბობს, საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციას (GFMTA) ხაზინის მართვის ინფრასტრუქტურის ინიციატივის პროექტის დირექტორის პოზიციაზე შეუერთდა. ასევე, ის გააგრძელებს დამოუკიდებელ საინვესტიციო კონსულტანტად მუშაობას.

საპენსიო სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით, ლევან ვერძეულის წასვლის შემდეგ, მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მოვალეობას ანა ნაჭყებია ასრულებს.

ლევან ვერძეული საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მოვალეობას 2024 წლის დეკემბრიდან ასრულებდა. მანამდე კი, ის, 2020 წლიდან საინვესტიციო სამსახურის უფროსის მოადგილის პოზიციას იკავებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები