მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

LEVELS Academy-ში ახალი სასწავლო წლისთვის მოსწავლეების მიღება დაიწყო

LEVELS Academy-ში ახალი სასწავლო წლისთვის მოსწავლეების მიღება დაიწყო
22.07.26 17:32
251

ინგლისური ენის კურსები ყველა ასაკისთვის, Cambridge - ის სტანდარტი, ქართველი, ამერიკელი და ბრიტანელი მასწავლებლები

ინგლისური ენის ცოდნა დღეს წარმატებული მომავლის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო გარემო, სადაც ხარისხიან განათლებასთან ერთად მოსწავლე იძენს თავდაჯერებულობას, კომუნიკაციის უნარებსა და საერთაშორისო გამოცდილებას.

Cambridge-ის ოფიციალური პარტნიორი

LEVELS Academy არის Cambridge English-ის ოფიციალური პარტ ნიორი. ეს ნიშნავს, რომ აკადემიის სასწავლო პროგრამები, სწავლების მეთოდები და ხარისხის სტანდარტები შეესაბამება Cambridge-ის საერთაშორისო მოთხოვნებს.

მოსწავლეები სწავლობენ Cambridge-ის სტანდარტებზე დაფუძნებული პროგრამებით, ოფიციალური სასწავლო რესურსებით და ემზადებიან საერთაშორისო გამოცდებისთვის - KET, PET, FCE, CAE და IELTS.

მოსწავლეები ეტაპობრივად ეუფლებიან გამოცდის ფორმატს, ასრულებენ საცდელ ტესტებს და იღებენ ინდივიდუალურ უკუკავშირს, რაც მათ გამოცდებზე თავდაჯერებულობის განვითარებაში ეხმარება.მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა ოფიციალური Cambridge-ის გამოცდები LEVELS Academy-ში ჩააბარონ. სწორედ ამიტომ, Cambridge-ის გამოცდებისთვის მომზადება აკადემიის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებაა.

ინგლისური ენის პროგრამები ყველა ასაკისა და მიზნისთვის

LEVELS Academy-ში ინგლისური ენის პროგრამები ყველა ასაკისა და მიზნისთვის არის შექმნილი. აკადემიაში სწავლობენ ბავშვები, მოზარდები, სტუდენტები, ზრდასრულები და სხვადასხვა სფეროში დასაქმებული პროფესიონალები.

თითოეული პროგრამა მორგებულია ასაკს, ენის დონესა და სასწავლო მიზანს, რათა სწავლა იყოს ეფექტური, საინტერესო და პრაქტიკულად გამოსაყენებელი.

აკადემიაში მოქმედებს:

  • ინგლისურის კურსები 6–10 წლის ბავშვებისთვის
  • ინგლისურის კურსები 11–17 წლის მოზარდებისთვის
  • ინგლისურის კურსები ზრდასრულებისთვის
  • ინდივიდუალური ინგლისურის გაკვეთილები
  • კორპორაციული ინგლისური ენის კურსები
  • პროფესიული ინგლისური სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისთვის
  • IELTS Preparation
  • Cambridge English Exam Preparation (KET • PET • FCE • CAE)

მიუხედავად იმისა, სწავლას ახლა იწყებთ თუ საერთაშორისო გამოცდისთვის ემზადებით, თითოეული პროგრამა ერთი მიზნისკენ არის მიმართული - ინგლისური ენა გახდეს პრაქტიკული, თავდაჯერებული და ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოსაყენებელი უნარი.

ქართველი, ამერიკელი და ბრიტანელი მასწავლებლები

LEVELS Academy-ში გაკვეთილებს ქართველი, ამერიკელი და ბრიტანელი მასწავლებლები ატარებენ.

ქართველი პედაგოგები ქმნიან ძლიერ აკადემიურ და გრამატიკულ საფუძველს, ხოლო ინგლისურენოვანი მასწავლებლები ავითარებენ სწორ გამოთქმის, მოსმენისა და თავისუფალი კომუნიკაციის უნარებს.

აკადემიის პედაგოგები ფლობენ საერთაშორისო CELTA კვალიფიკაციას, რომელიც მსოფლიოში ინგლისური ენის სწავლების ერთ-ერთ ყველაზე ფართოდ აღიარებულ სერტიფიკატად მიიჩნევა.

სწორედ ეს სწავლების მოდელი ქმნის ინგლისურენოვან გარემოს, სადაც მოსწავლეები ყოველდღიურად იყენებენ ინგლისურ ენას პრაქტიკაში.

პროგრამები 6 - 10 და 11 - 17 წლის მოსწავლეებისთვის

ინგლისური 6-10 წლის ბავშვებისთვის: სწავლების პროცესი მოიცავს საშაბათო და საკვირაო სკოლებს ან გაკვეთილებს კვირაში 2-ჯერ. ერთი გაკვეთილი ქართველ მასწავლებელთან და ერთი გაკვეთილი (native) ინგლისურენოვან მასწავლებელთან.

ინგლისური 11-17 წლის მოზარდებისთვის: სასწავლო პროცესი მოიცავს კვირაში სამ შეხვედრას - ორი გაკვეთილი ქართველ მასწავლებელთან, ხოლო ერთი - (native) ინგლისურენოვან მასწავლებელთან.

სწავლების ეს ფორმატი ორივე ასაკობრივ კატეგორიაში უზრუნველყოფს,როგორც მყარი აკადემიური და გრამატიკული საფუძვლის შექმნას, ისე აქტიური კომუნიკაციური უნარების განვითარებას ბუნებრივ ინგლისურენოვან გარემოში.

სწავლა, რომელიც სცდება საკლასო ოთახს

LEVELS Academy-ში სასწავლო პროცესი მხოლოდ გაკვეთილებით არ შემოიფარგლება.

სასწავლო წლის განმავლობაში ტარდება პროექტები, კონკურსები, გუნდური აქტივობები, საგანმანათლებლო ღონისძიებები და სხვადასხვა პრაქტიკული პროექტი, რომლებიც მოსწავლეებს ლიდერული, სოციალური, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებაში ეხმარება.

კურსის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს გადაეცემათ სერტიფიკატები LEVELS Academy-ისა და Cambridge English-ის პარტნიორობის ლოგოებით, რომელიც მათ აკადემიურ პორტფოლიოს დამატებით საერთაშორისო მნიშვნელობას ანიჭებს.

თავდაჯერებულობა - ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი

ინგლისური ენის სწავლა მხოლოდ გრამატიკისა და ლექსიკის ცოდნას არ ნიშნავს. არანაკლებ მნიშვნელოვანია თავდაჯერებულობა, თავისუფალი კომუნიკაცია და საკუთარი აზრის ინგლისურად გამოხატვის უნარი.

სწორედ ამიტომ,კარგი სწავლების მიზანი მხოლოდ მაღალი აკადემიური შედეგები არ არის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, თითოეულმა მოსწავლემ დაძლიოს ენობრივი ბარიერი, ბუნებრივად გამოიყენოს ინგლისური და თავი თავდაჯერებულად იგრძნოს როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ისე საერთაშორისო გამოცდებზე.

ჩვენი ყველაზე დიდი წარმატება სწორედ ის ცვლილებაა, რომელსაც მოსწავლეების განვითარებაში ვხედავთ - როდესაც ცოდნასთან ერთად იზრდება თავდაჯერებულობაც.

სასიამოვნოა,როდესაც ვხედავთ მოსწავლეების პროგრესს - მოკლე პერიოდის შემდეგ ისინი აქტიურად მონაწილეობენ გაკვეთილებში, თავისუფლად ურთიერთობენ ამერიკელ და ბრიტანელ მასწავლებლებთან და ინგლისურს ყოველდღიურ კომუნიკაციაში თავდაჯერებით იყენებენ.

ბევრი მათგანი Cambridge-ისა და IELTS-ის გამოცდებს მაღალი შედეგებით აბარებს.

თუ ეძებთ ინგლისური ენის სკოლას თბილისში, სადაც სწავლების მიზანი მხოლოდ მაღალი შეფასებები კი არა, მოსწავლის მრავალმხრივი განვითარებაა, LEVELS Academy სწორედ ასეთ საგანმანათლებლო გარემოს ქმნის.

წლის საუკეთესო მოსწავლეს საჩუქრად - საზაფხულო სკოლა დიდ ბრიტანეთში

LEVELS Academy-ის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სამოტივაციო პროექტი - „ისწავლე ინგლისური, გახდი წლის საუკეთესო მოსწავლე და გაემგზავრე ინგლისში“ - ყოველი სასწავლო წლის ბოლოს 11-17 წლის ასაკობრივ კატეგორიაში გამოვლინდება მოსწავლე- მაღალი აკადემიური შედეგებით. მას საჩუქრად გადაეცემა ერთკვირიანი საზაფხულო სკოლა დიდ ბრიტანეთში.

ეს უნიკალური გამოცდილება გამარჯვებულს აძლევს შესაძლებლობას:

  • გამოიყენოს ინგლისური საერთაშორისო გარემოში;
  • გაიცნოს ბრიტანული კულტურა;
  • შეიძინოს მეგობრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან;
  • მიიღოს დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოცდილება.

2026–2027 სასწავლო წლისთვის რეგისტრაცია უკვე დაიწყო

თუ ეძებთ ინგლისური ენის კურსებს თბილისში, ინგლისურის სწავლას ბავშვებისთვის, ინგლისურის კურსებს ზრდასრულებისთვის, IELTS-ისთვის მომზადებას, Cambridge-ის გამოცდებისთვის მომზადებას, ინდივიდუალურ ინგლისურის გაკვეთილებს ან კორპორაციულ ინგლისურ პროგრამებს,ახალი სასწავლო წლისთვის მიღება უკვე დაიწყო.

ადრეული რეგისტრაციის შემთხვევაში მოქმედებს სპეციალური პირობები და ფასდაკლებები.

LEVELS Academy - განათლება ქმნის უკეთეს მომავალს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები