Levi’s-ის განცხადებით, კომპანია წელს გლობალურ სამუშაო ძალას 10%-ით შეამცირებს. შემცირებები რესტრუქტურიზაციის ფარგლებში მოხდება, რომლის მიზეზიც 2024 წელს გაყიდვების შემცირების პროგნოზია.
კომპანიის განცხადებით, რესტრუქტურიზაციის პროცესს წლის პირველ ნახევარში დაასრულებენ, რასაც კორპორაციული თანამშრომლების 15%-ზე ექნება გავლენა. CNBC-ის ინფორმაციით, Levi’s-ი 19 000-მდე ადამიანს ასაქმებს (2023 წლის ნოემბრის მონაცემებით), თუმცა უცნობია, მათი რა ნაწილია კორპორაციაში დასაქმებული.
უცხოური მედიის ცნობით, Levi’s-ს რესტრუქტურიზაციის პროცესი წლის პირველ კვარტალში $120 მილიონამდე დაუჯდება.
აღსანიშნავია, რომ რითეილ ინდუსტრიაში შემცირებების ტალღა იანვრის დასაწყისიდან დაიწყო. სამუშაო ძალის შემცირებას აანონსებენ Macy’s და Wayfair-იც - ამერიკის მსხვილი რითეილერები.