ქართველი მომხმარებელი წლებია „ლექსუსის“ უსაფრთხოების, კომფორტისა და მაღალი ხარისხის ერთგული რჩება და ბრენდის სიახლეებს ყოველთვის განსაკუთრებული ინტერესით ელის. სწორედ ამიტომ, „ტოიოტა კავკასიამ“ 24-26 სექტემბერს ქართველი მედიის წარმომადგენლები, კონტენტ კრეატორები და ავტობლოგერები - კოპენჰაგენში, ახალი Lexus ES-ის ევროპულ პრეზენტაციასა და საერთაშორისო ტესტდრაივზე მიიწვია. ღონისძიების ფარგლებში მონაწილეები პირველ ქართველებს შორის აღმოჩნდნენ, რომლებმაც ახალი Lexus ES გამოცადეს და მოდელის შესახებ შთაბეჭდილებები ფართო აუდიტორიას გაუზიარეს.
მედიისთვის სპეციალურად ორგანიზებულ პრეზენტაციაზე სტუმრები დეტალურად გაეცნენ ახალი Lexus ES-ის სხვადასხვა კომპლექტაციას, მთავარ ტექნოლოგიურ განახლებებსა და მოდელის გამორჩეულ უპირატესობებს. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო, როგორც ჰიბრიდული ასევე ელექტრო ძრავის მქონე ავტომობილები.
კოპენჰაგენსა და მის შემოგარენში გამართულ ტესტდრაივის დროს, ქართველ კონტენტ კრეატორებსა და ავტობლოგერებს საშუალება ჰქონდათ, რეალურ პირობებში გამოეცადათ ახალი Lexus ES და შეეფასებინათ მისი კომფორტი, დინამიკა და ინოვაციური ტექნოლოგიები.
რით არის გამორჩეული სედანების სეგმენტში ახალი Lexus ES მოდელი?
Lexus ES-ის ისტორია შვიდ თაობას მოიცავდა, რომლებიც უცვლელად ასოცირდება კომფორტთან, გამძლეობასა და კლასიკურ, ელეგანტურ დიზაინთან. მერვე თაობა კი მოდელის განვითარების სრულიად ახალ ეტაპს წარმოადგენს. მისი შექმნისას იაპონელი ინჟინრებისა და დიზაინერების მიზანი იყო Lexus ES-ის გამორჩეული ხასიათის შენარჩუნება და ამავდროულად პრემიუმ სედანების სეგმენტში ახალი სტანდარტის დამკვიდრება. შედეგიც სწორედ ასეთია: Lexus ES განახლდა როგორც დიზაინის, ისე ტექნოლოგიური თვალსაზრისით და მოდელის ისტორიაში პირველად სრულად ელექტრულ ვერსიასაც გვთავაზობს.
Lexus ES-ის უნიკალური დიზაინი
ახალი ES მოდელი შეიქმნა Clean Tech x Elegance კონცეფციით, რაც ფუნქციურობისა და ულტრათანამედროვე ტექნოლოგიების სინთეზს გულისხმობს. ეს არის სედანი, რომელსაც ES-ის ისტორიაში და ზოგადად, Lexus-ის ბრენდისთვისაც ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს. მომხმარებლისთვის კი სრულად ცვლის ელექტრიფიცირებული სედანის მართვის გამოცდილებას, რადგან:
- Lexus-ის უახლესი მოდელი ES პრემიუმ სედანის კლასიკური დიზაინის სრულიად ახლებური ინტერპრეტაციაა, რომლითაც აღნიშნულ კლასში, ელექტრიფიცირებასთან ერთად, სრულიად ახალი ეპოქა იწყება;
- მოდელი გამოირჩევა განსაკუთრებული ძარით;
- ახალი Lexus ES-ის ტალღოვანი სილუეტი ქმნის ისეთ შთაბეჭდილებას, თითქოს სედანს თავისი კლასის ავტომობილისგან განსხვავებული საბარგული აქვს, რადგან სახურავის ხაზი უკან დამრეცადაა დახრილი. საერთო ჯამში კი, ასეთი ფორმა ქმნის ელეგანტურ დიზაინს და იდეალურია აეროდინამიკისთვისაც.
- Lexus ES-ის უახლესი ტექნოლოგიური შესაძლებლობები და მდიდრული ინტერიერი კი ახალი სიტყვაა როგორც მოდელის, ასევე სედანის წარმოების ისტორიაში.
უფრო დეტალურად რომ განვიხილოთ, ახალი ES „ლექსუსის“ გლობალურ, K-პლატფორმაზეა აწყობილი, რომელიც სპეციალურად ამ მოდელის ელექტრო ვერსიებისთვის შეიცვალა. მუშაობისას დიზაინერები ორიენტირებულები იყვნენ „ოქროს შუალედის“ პრინციპზე, რათა თვლების ბაზას, სიგრძეს, სიმაღლესა და სიგანეს შორის სრულყოფილი თანაფარდობისთვის მიეღწიათ.
მოდელის შექმნისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ექსტერიერზეც - ავტომობილის წინა ნაწილის დიზაინში უახლესი გადაწყვეტაა L ფორმის განათება, რაც მომავალში ყველა ელექტრო მოდელის ხელწერა იქნება. სედანის უკანა მხარე კი გამოირჩევა განიერი ზედაპირითა და მთელს სიგანეზე ინტეგრირებული განათების ხაზით, რომელშიც ბრენდის ლოგო და მაშუქებია ინტეგრირებული. ამასთან, კვლავ მკვეთრად გამოხატულია როგორც ავტომობილის სიგანე, ასევე დაბალი, სპორტული ვიზუალი.
ES მოდელის ახალი მახასიათებლები და ტექნოლოგიური გადაწყვეტები ხაზს უსვამს ერთი მხრივ, მის ელეგანტურობას და მეორე მხრივ - ინოვაციურობას სედანების კლასში.
Lexus ES-ის სრულყოფილი ინტერიერი
Lexus-ის დიზაინერებმა მიაღწიეს დასახულ მიზანს - მაქსიმალური კომფორტს, გაზრდილ სივრცითი აღქმას და მძღოლის ვიზუალური დაძაბულობისგან გათავისუფლებას, რასაც რიგ შემთხვევებში, გადატვირთული ინტერიერი ქმნის.
ახალი მოდელის შექმნისას მათ იზრუნეს ისეთ მცირე დეტალზეც, როგორიც სტანდარტული ღილაკების არსებობაა, რაც ერთი მხრივ, აიხსნება უსაფრთხოებაზე ზრუნვით (მძღოლსა და ავტომობილს შორის სენსორული კავშირების არსებობა აუცილებელია) და მეორე მხრივ, ფუნქციურობით. ღილაკები ინტერიერში იმდენად ორგანულად არის ინტეგრირებული, რომ სტარტზე თითის დაჭერამდე საერთოდ არ აღიქმება, შემდეგ კი სრულად ნათდება.
„ლექსუსი“ არ ღალატობს მთავარ პრინციპს - ყველა დეტალი ქმნიდეს მაქსიმალურ კომფორტს, სწორედ ამიტომ, ახალ მოდელში მომსახურების ელემენტები თუ ინფორმაციის წყაროები ისეა განაწილებული, რომ ხელისა და თვალის მინიმალური მოძრაობით ხვდება მოხმარებისა თუ თვალთახედვის არეში. ამასთან, მაღალი ხარისხის მასალები რბილი ტყავისებრი აქცენტებით და განათების დინამიკური ეფექტები მკაფიოდ გამოხატავს ინტერიერის ყველა იმ უპირატესობას, რითაც ბრენდის მოდელები ხასიათდება.
ინტერიერის ზედაპირული სხივური განათება კი (Ambient lighting) დამამშვიდებლად მოქმედებს მძღოლსა და მგზავრებზე და დამატებით კომფორტს ქმნის როგორც ქალაქის პირობებში, ასევე მაგისტრალზე გადაადგილებისას.
ახალი Lexus ES საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა დააკმაყოფილოს მაღალი კლასის სედანმა თანამედროვე ადამიანის მოთხოვნები, შეინარჩუნოს ტრადიცია და იყოს ელეგანტური, ულტრათანამედროვე და სრულად ელექტრიფიცირებული.
საქართველოში ახალი Lexus ES ხელმისაწვდომი იქნება როგორც თვითდამუხტვადი ჰიბრიდული ES 350h-ის, ისე სრულად ელექტრული ES 500e AWD-ის ვერსიებით. ჰიბრიდული მოდელი 247 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, ხოლო სრულად ელექტრული ES 500e AWD 343 ცხენის ძალით, DIRECT4 სრულამძრავიანი სისტემითა და ერთ დამუხტვაზე 465-529 კმ-მდე (WLTP) სავალი მარაგით გამოირჩევა.
ახალი Lexus ES უკვე ხელმისაწვდომია ტოიოტა კავკასიის ოფიციალურ დილერთან - „ლექსუს თბილისში“. მოდელის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და ტესტ-დრაივზე დასარეგისტრირებლად, გთხოვთ, მიმართოთ „ლექსუს თბილისის“ შოურუმს:
აღმაშენებლის ხეივანი 160,
ტელ: (+995) 032 222 55 88
ელ.ფოსტა: [email protected]
WhatsApp: https://wa.me/995322225588
ან ეწვიოთ Lexus Georgia-ს ოფიციალურ ვებგვერდს - lexusgeorgia.ge.





















