მიმდინარე წლის გაზაფხულზე Lexus-მა ახალი მდიდრული მინივენი LM წარმოადგინა. მოდელის „სრულიად ახალი ვერსიის“ პრემიერა შანხაის ავტოსალონზე შედგა, სადაც მას გლობალური მანქანის სტატუსი მიენიჭა. ლექსუსის უახლესი მინივენი საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია და მომხმარებელს მისი შეძენა, ასევე ტესტ დრაივის გამოცდა, ლექსუს თბილისის შოურუმში შეუძლია. მიმდინარე თვის განმავლობაში, ლექსუს LM წინანდლის მამულშიც იყო წარმოდგენილი, სადაც რადისონ ქოლექშენის მიერ დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძიების პარტნიორი იყო და სასტუმროს სტუმრებს, შესაძლებლობა ჰქონდათ ლექსუსის მინივენის უპირატესობები თავად გამოეცადათ.
სტუმარი: შალვა ციხელაშვილი - "ლექსუს თბილისის" დირექტორი;