მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Li Auto Georgia პრემიუმ ელექტრომობილების ბრენდის, Li Auto-ს ოფიციალური წარმომადგენელი გახდა

li auto

Li Auto Georgia საქართველოში ჩინეთის წამყვანი ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილების მწარმოებელი ბრენდის, ლი ავტოს ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა.

რას მოიცავს ეს პარტნიორობა - საკითხზე "საქმიანი დილას" ეთერში Li Auto Georgia-ს შოურუმის წარმომადგენელმა, ლადო ჯავახაძემ ისაუბრა.

"ეს არის პარტნიორობის ხელშეკრულება ქართულ და ჩინურ მხარეს შორის. საქმე ისაა, რომ პროდუქტი, რომელიც ჩვენ მათთან ერთად შევთავაზეთ ჩვენ მომხმარებელს, არის ძალიან თანამედროვე, ჭკვიანი პროდუქტი, რომელსაც სჭირდება განსაკუთრებული ტექნიკური მხარდაჭერა არა მხოლოდ შოურუმის მხრიდან, არამედ უშუალოდ მწარმოებლის მხრიდანაც, რომ სრულად გამართული და სრულად ათვისებული იყოს მომხმარებლის მიერ. ამისთვის მწარმოებელს და დილერს შორის მუდმივი კომუნიკაცია, მუდმივი კონტაქტი, განახლებების, ციფრული უზრუნველყოფის და ტექნიკური გამართულობის მხრივ, აუცილებელი იქნება და ზუსტად ამ გარანტიებს გვაძლევს ჩვენ ჩინური მხარე, რომ ყველანაირად გამართული გვექნება პროდუქტი", - ამბობს ლადო ჯავახაძე.

Li Auto Georgia-ს შოურუმის წარმომადგენელი BMGTV-ის ეთერში ასევე განმარტავს, რას გულისხმობს ციფრული ეკოსისტემა, რომელიც Li-ს ავტომობილებს მოჰყვება და მწარმოებლის მხარდაჭერას საჭიროებს.

"ამ ავტომობილს აუცილებლად სჭირდება ე.წ. "მთავარი ანგარიში" (Master Account). როდესაც მომხმარებელი შეიძენს ავტომობილს, ის უკავშირდება თავის ტელეფონის აპლიკაციას, მართავს ფუნქციებს, იწერს განახლებებს, ზუსტად ისე, როგორც ჩვენი სმარტფონები. თუ ამას მწარმოებლისგან მხარდაჭერა და ნებართვა არ აქვს, მაშინ მანქანა პირველადი სახით დარჩება ექსპლუატაციის პერიოდში, როგორც შეიძენს, ვერ განახლდება და ახალ ფუნქციებსა და თვისებებს ვერ შეიძენს.

ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი და ამიტომ არის ოფიციალურობა და ლიცენზია აუცილებელი, ჩვენთვისაც და ქართული მხარისთვისაც, რომ ეს პროდუქტი იყოს სრულად გამართული, არ ჰქონდეს არანაირი შეზღუდვა ტექნიკური კუთხით. ზუსტად ამას ემსახურება ჩვენი ექსკლუზიური ხელშეკრულება ჩინურ მხარესთან, რომ სრულად უზრუნველყოფილი ვიყოთ და გამართული ვიყოთ ჩვენი მომხმარებლისთვის", - ამბობს ლადო ჯავახაძე.

Li Auto2015 წელს ჩინეთის დედაქალაქში ტექნოლოგიურ მეწარმემ, ლი სიანგმა დააარსა. ბრენდი ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილების შვიდ მოდელს აერთიანებს. როგორც ლადო ჯავახაძე აღნიშნავს, აღნიშნული ბრენდის ავტომობილები განსაკუთრებით ოჯახების საჭიროებებზეა მორგებული. ჰიბრიდული ავტომობილების კიდევ ერთი უპირატესობა, კომპანიის წარმომადგენლის განმარტებით, მისი ძრავია, რომელსაც გენერატორის ფუნქცია აქვს.

"ეს ავტომობილები ბევრ სეგმენტს შეიძლება მოერგოს, როგორც ქალაქში გადაადგილებას, ასევე შორ მანძილებზე, ქალაქგარეთ, მაგრამ ძირითადად მისი კომფორტი, უსაფრთხოება და განვითარება ორიენტირებულია ოჯახურ სეგმენტზე, იმიტომ, რომ არის საკმაოდ სივრცითი მანქანა, საკმაოდ დახვეწილი და აღჭურვილი ტექნოლოგიებით, რის გამოც პატარა სახლს ვეძახით ხოლმე, იმიტომ რომ, სახლში რა ტექნიკა და ციფრული წვდომაც გვაქვს გარემოსთან, ფაქტობრივად იგივე გადმოდის ამ მანქანაში. ეს იქნება ტელევიზია, ინტერნეტი, კინოთეატრი, მასაჟიც კი, წარმოიდგინეთ.

ეს ავტომობილი არის ელექტრო, იმიტომ რომ მის გადაადგილებაზე უშუალოდ მხოლოდ ელექტროძრავებია პასუხისმგებელი. მაგრამ საინტერესოა, რომ ის შიდა წვის ძრავის ხარჯზე ფაქტობრივად უსაზღვრო მანძილს ფარავს. რაც გულისხმობს იმას, რომ შეგვიძლია, მხოლოდ ელექტროფუნქციები გამოვიყენოთ და 200 კილომეტრზე მეტი გავიაროთ ერთ დამუხტვაზე, მაგრამ თუ დიდ მანძილზე გვიწევს გადაადგილება, გვაქვს დამტენის, გენერატორის ფუნქციის მქონე შიდა წვის ძრავი, რომელიც მონოტონურ რეჟიმში ეხმარება ელექტროძრავებს, რომ მუხტი აიღოს გადაადგილების დროს. შესაბამისად ვიღებთ პროდუქტს, რომელსაც დიდ მანძილზე, მინიმუმ 1200 კილომეტრზე ისე ვატარებთ, რომ არ გვიწევს გაჩერება არც საწვავის ჩასასხმელად, არც ელექტროძრავების დასამუხტად", - განმარტავს ლადო ჯავახაძე.

კომპანიის პირველი შოურუმი საქართველოში უკვე ფუნქციონირებს. Li Auto Georgia 2026 წელს კიდევ ერთი, უფრო დიდი შოურუმის აშენებას გეგმავს, სადაც მომხმარებელს მომსახურების სრულ სპექტრს შესთავაზებს - ავტომობილის შერჩევიდან ტექნიკურ უზრუნველყოფამდე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები