მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Li Ning სტეფ კარის ფეხსაცმელების ახალი პარტნიორია

სტეფ კარი Li Ning

ტეფ კარიმ სოციალურ ქსელში ოფიციალურად დაადასტურა, რომ შეთანხმებას მიაღწია ჩინურ სპორტულ ბრენდთან Li-Ning და მისი პირადი „Curry Brand“ სწორედ ამ კომპანიის ქვეშ გააგრძელებს საქმიანობას. გასული სეზონის დიდი ნაწილი კარიმ ფეხსაცმლის კონტრაქტის გარეშე გაატარა, ახლა კი ახალი, მასშტაბური პარტნიორობა იწყება.

ESPN-ის ინფორმაციით, ხელშეკრულება 10-წლიანია და მოიცავს საკალათბურთო, ყოველდღიური სპორტული ტანსაცმლის და სრულ გოლფის ხაზს. გარდა ამისა, კარის უფლება ექნება საკუთარი ბრენდის ქვეშ სხვა სპორტსმენებიც დააკონტრაქტოს.

„Curry Brand-ის მომავალი დაფუძნებული იქნება კომპანიაზე, რომელიც ნამდვილად არის სპორტსა და ინოვაციებზე ორიენტირებული,“ - დაწერა კარიმ სოციალურ ქსელში.

კარი 2013 წლიდან თანამშრომლობდა Under Armour-თან. 2025 წლის ნოემბერში ორივე მხარემ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე თანამშრომლობას წყვეტდნენ. მანამდე, კარიერის დასაწყისში, 2009 წელს, კარის პარტნიორი Nike იყო.

Under Armour-თან დაშორების შეთანხმების ნაწილი ისიც იყო, რომ 12-გზის NBA All-Star- საკუთარი „Curry Brand“ შეენარჩუნებინა და სხვა კომპანიაში გადაეტანა.

2025-26 წლების სეზონში კარიმ სხვადასხვა ბრენდის ფეხსაცმლით ითამაშა. აპრილში მან ეს ფეხსაცმელები აუქციონზე გაიტანა და 1.7 მილიონი დოლარი მოაგროვა საკუთარი საქველმოქმედო ფონდის, Eat. Learn. Play. Foundation მხარდასაჭერად.

Li-Ning 1990 წელს დააარსა ჩინელმა ტანმოვარჯიშემ Li Ning-მა, რომელმაც 1984 წლის ოლიმპიურ თამაშებზე სამი ოქროს, ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

Li-Ning-ის ფეხსაცმელი NBA-ში პირველად 2006 წელს გამოჩნდა, როდესაცკლივლენდისმცველმა Damon Jones-მა მოირგო. ამით Li-Ning გახდა პირველი ჩინური სპორტული ბრენდი, რომელიც NBA-ის მოთამაშემ ოფიციალურ მატჩში გამოიყენა.

კომპანიის ყველაზე დიდი წარმატება 2012 წელს დადგა, როდესაც მან კონტრაქტი გააფორმა დუეინ ვეიდთან და შექმნა ცნობილი „Way of Wade“ ხაზი.

დღეს Li-Ning-ის სპორტსმენებს შორის არიან კარის თანაგუნდელი ჯიმი ბატლერი ასევე ფრედ ვანვლიტი, სიჯეი მაქკოლუმი და დიანჯელო რასელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები