მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლიბერთი: 4 Finance-თან შეთანხმების ეტაპზე არ მივსულვართ

5a436cbac9924
BM.GE
27.12.17 13:48
2058
ლიბერთი ბანკი 4 Finance-ის მიერ ბანკის აქციების შესაძლო შესყიდვაზე პირველ კომენტარს აკეთებს. ბანკის დირექტორი დავით ვერულაშვილი bm.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ ბოლო 3-4 წელია ლიბერთის შესყიდვით არაერთი ფინანსური ჯგუფი ინტერესდება და მათ შორის არის 4 Finance-იც.

"4 Finance-თან შეთანხმების ეტაპზე არ მივსულვართ. ამ ეტაპზე ეს მხოლოდ ერთ-ერთი სურვილია. სურვილი ჰქონდა ძალიან ბევრ ჯგუფს“, - ამბობს ვერულაშვილი.
4Finance 2008 წელს დაარსდა და მსოფლიოს 17 ქვეყანაში ოპერირებს. მათ შორის საქართველოშიც. ის Vivus-ის მფლობელი კომპანიაა. ონლაინ მსესხებელთა კომპანიის 4Finance სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლადო გურგენიძეა. გურგენიძე ჯგუფს მას შემდეგ შეუერთდა რაც ლიბერთი ბანკი დატოვა.

შეგახსენებთ, რომ "ლიბერთი ბანკის" აქციების 74,64% ნიდერლანდებში დაფუძნებულმა კომპანიამ EFG-მ იყიდა. შედეგად, ბანკის მთავარი ბენეფიციარი მესაკუთრეები გახდნენ: ირაკლი რუხაძე (აშშ-ის მოქალაქე), ბენ მარსონი (გაერთიანებული სამეფოს მოქალაქე) და იგორ ალექსეევი (აშშ-ის მოქალაქე).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები