ქართულ ამბებსაც დავუბრუნდეთ, ლიბერთი, თურქული Aktif Bank-ის შვილობილი, ფულადი გზავნილების უმსხვილესი კომპანია UPT-ის პარტნიორი გახდა. პირდაპირი თანამშრომლობის ხელშეკრულებას ხელი ლიბერთის ფინანსურმა დირექტორმა ვახტანგ ბაბუნაშვილმა, UPT -ის გენერალურმა დირექტორმა მურატ კაშტანმა მოაწერეს. ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, თურქეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები და ადგილობრივი მომხმარებლები, ფულადი გზავნილების ოპერაციებს სწრაფად და ბევრად შეღავათიანი ტარიფით შეასრულებენ. სერვისი ხელმისაწვდომი იქნება, მხოლოდ ლიბერთი ბანკის ფილიალებსა და ციფრულ არხებში. გარდა ამისა, მომხმარებლებისთვის ასევე ხელმისაწვდომი ხდება, ნებისმიერ სასურველ ვალუტაში, როგორც ანგარიშებზე, ასევე პლასტიკურ ბარათებზე თანხების გადარიცხვისა და ჩარიცხვის ოპერაციები.