50-ზე მეტ მცირე საოჯახო ტიპის სახლსა და მიუსაფართა თავშესაფარს ერთი წლის განმავლობაში კომუნალურ გადასახადს "ლიბერთი ბანკი" გადაუხდის. შესაბამისი მემორანდუმი სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ლიბერთი ბანკს შორის დღეს გაფორმდა. მცირე საოჯახო ტიპის სახლემში სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი 322 ბავშვი ცხოვრობს, მათ შორის 25 შშმ პირია. როგორც ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორი აცხადებს, ბანკი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მუდამ ცდილობს იზრუნოს დაუცველ ბენეფიციარებზე.
"დღეს გაფორმებული ხელშეკრულებით"ლიბერთი ბანკი" იღებს ვალდებულებას ერთი წლის განმავლობაში დააფინანსოს მცირე საოჯახო ტიპის სახლების და მიუსაფართა ტავშესაფრების კომუნალური ხარჯები. ეს არის საკმაოდ სოლიდირი თანხა. „ლიბერთი ბანკი“ რამდენიმე პროექტს ახორციელებს სოციალური მიმართულებით, მაგრამ ეს არის გამორჩეული პროექტი, რამდენადაც ეხება მიუსაფარ ბავშვებს“,- აცხადებს სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი ზაზა სოფრომაძე.
"ლიბერთი ბანკი აგრძელებს თავისი სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმის განვითარებას. წლებია ვთანამშრომლობთ სოციალური მომსახურების სააგენტოსთან ერთად. წელს საშუალება მოგვეცა, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოსთან ერთად დავაფინანსოთ 50-მდე მცირე საოჯახო ტიპის სახლი და ბავშვთა ტავშესაფარი,ს ადაც 500-მდე ბენეფიციარი იღებს სხვაადსხვა სერვისს",- აცხადებს "ლიბერთი ბანკის" გენერალური დირექტორი ალექსი ხოროშვილი.

























