2024 წლის 24 ივლისს, „საქართველოს ეროვნული ბანკის“ მიერ პროსპექტის დამტკიცების შემდეგ, სს „ლიბერთი ბანკმა“ დაიწყო 25,000,000 აშშ დოლარის ოდენობის საინაუგურაციო საჯარო სუბორდინირებული სავალო ფასიანი ქაღალდის ემისიის პროცესი. ფასიანი ქაღალდის ემისია განხორციელდება საჯარო განთავსების გზით 2024წლის 8 აგვისტოდან და მიზანმიმართული იქნება გათვითცნობიერებულ ინვესტორებზე. ტრანზაქციის ამოცანაა ბანკისთვის მეორადი კაპიტალის მოზიდვა. ფასიანი ქაღალდის ემისიის განთავსებისა და გადახდისა და კალკულაციის აგენტი არის: შპს „ალფა კაპიტალ ედვაიზორი“; ხოლო ტრანზაქციის იურიდიული მრჩეველი: შპს „იურიდიული ფირმა ბიელსი“.