მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლიბერთი ბანკის დირექტორთა საბჭო 3-მმა წევრმა დატოვა

5accd0a111da2
BM.GE
10.04.18 18:54
1331
ლიბერთი ბანკის დირექტორთა საბჭოში ცვლილებაა.

ბანკის ცნობით, ურთიერთშეთანხმებით, ლიბერთის დირექტორებს ზურაბ წულაიას, ტარას ჩანტლაძეს და ალექსანდრე ლიპარტელიანს შრომითი ხელშეკრულება შეუწყდათ.

ამ ცვლილების შემდეგ, ლიბერთი ბანკის დირექტორატში დარჩნენ დავით მელიქიძე, რომელიც გენერალური დირექტორის მოადგილეა. საბჭოში არიან არმენ მატევოსიანი და დავით ვერულაშვილი.

ბანკის გენერალური დირექტორია გიორგი კალანდარიშვილი, რომელიც პოსტს 2017 წლის ნოემბრიდან იკავებს.

შეგახსენებთ, ლიბერთი ბანკის 74.64%-იანი წილი, გასულ წელს, ნიდერლანდების სამეფოში დაარსებულმა კომპანიამ European Financial Group B.V.-მ (EFG) შეიძინა.


GBC 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები