მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ლიბერთი ბანკის" განულებული სესხები, შესაძლოა, ბანკის სააქციო კაპიტალის 10%-ს აღემატებოდეს

5c1cec279a350
სალომე მეცხვარიშვილი
21.12.18 18:00
1647
„ლიბერთი ბანკის“ მიერ განულებული სესხები, შესაძლოა, ბანკის სააქციო კაპიტალის 10%-ს აღემატებოდეს. აღნიშნულიდან გამომდინარე ბანკმა აქციონერთა საერთო კრება მოიწვია. მიზეზი კი ბანკის წესდებაა, რომლის მიხედვითაც  როდესაც ბანკის მიერ ისეთი ქონების გასხვისება ან გადაცემა ხდება, რომლის ღირებულებაც აღემატება ბანკის სააქციო კაპიტალის ღირებულების 10%-ს, გადაწყვეტილებას იღებს ბანკის აქციონერთა საერთო კრება.

კრებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბანკმა მიიღოს სესხების განულების პროექტში მონაწილეობა და სესხები საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ გადასცეს.

„ამასთან, „ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს (შემდგომში „სამეთვალყურეო საბჭო“) მიენიჭოს უფლებამოსილება და დაევალოს, საკუთარი შეხედულებისამებრ, განსაზღვროს „ბანკის“ „პროექტში“ მონაწილეობის ფორმები, „ბანკის“ მიერ გაცემული სესხების ის პარამეტრები, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაში კონკრეტულ სესხზე შესაძლებელია განხორციელდეს „მოთხოვნის უფლების დათმობა“, დაადგინოს „მოთხოვნის უფლების დათმობის“ ჯამური ან/და მაქსიმალური ოდენობა, „მოთხოვნის უფლების დათმობის“ მინიმალური ფასი, წესი, პირობები, ვადები ან/და „პროექტში“ მონაწილეობასთან და „მოთხოვნის უფლების
დათმობასთან“ დაკავშირებული სხვა დამატებითი დეტალები“,- ნათქვამია ბანკის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ სესხების განულების პრგრამა საქართველოს მთავრობამ დააანონსა. შესაბამისად, პირებს, რომელთა ნასესხები ძირი თანხა, არ აღემატება 2 ათას ლარს და ისინი არიან შავ სიაში, სესხები გაუნულდებათ. მათ სესხებს „ფონდი ქართუ“ დაფარავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები