მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ლიბერთი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭო ირაკლი მანაგაძემ დატოვა

5c5930e1a17bd
შოთა ტყეშელაშვილი
05.02.19 10:50
1174
"ლიბერთი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭო მისმა დამოუკიდებელმა წევრმა ირაკლი მანაგაძემ დატოვა. ამის შესახებ ბანკის 75%-იანი წილის მფლობელი კომპანია "ჯორჯიან ფაინენშალ გრუპის" მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია.

"გამოეცხადოს მადლობა ირაკლი მანაგაძეს, მის მიერ სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელ წევრად ყოფნის განმავლობაში გაწეული საქმიანობისთვის და გათავისუფლდეს სამეთვალყურეო საბჭოს წევრობიდან,"- წერია განცხადებაში.

მანაგაძე "ლიბერთი ბანკის" ბორდს 2018 წელს შეუერთდა, როგორც ცნობილია აღნიშნული პოსტის დატივების შემდგომ ის "სილკ როუდ ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გახდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები