მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ლიბერთი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილებებზე ეროვნულ ბანკს თანხმობა ჯერ არ გაუცია

599434a7363fd
BM.GE
16.08.17 16:05
1925
"ლიბერთი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილებებზე ეროვნულ ბანკს თანხმობა ჯერ არ გაუცია. სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილებების ოფიციალურად ამოქმედებისთვის მარეგულირებლის თანხმობაა საჭირო, რაც ეროვნულ ბანკს ჯერ არ განუხორციელებია. პროცესი შესწავლის ეტაპზეა.

თავად ბანკში საგანგებო სხდომა 14 აგვისტოს ჩატარდა. "საქმის კურსს" ბანკში განუცხადეს, რომ სხდომაზე სამეთვალყურეო საბჭოს ახალი შემადგენლობა დამტკიცდა. ბანკის მმართველობაში შევიდნენ ირაკლი რუხაძე, გიორგი კალანდარიშვილი და დავით შონია.

ამასთან ერთად, თანადებობას ამ დროისთვის ინარჩუნებს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლადო გურგენიძე.

ბანკში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ 24 ივლისს გახდა ცნობილი. მალევე ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ მათ შესაბამისი პროცედურები უკვე დაწყებული აქვთ და საკითხს ეროვნული ბანკი შეისწავლიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები