კინოსტუდიის ისტორიულ პავილიონში საერთაშორისო დეველოპერული კომპანია NEXT-ის მასშტაბური პროექტის Cinema City-ის პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის მხარდამჭერია ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი. Cinema City კინოსტუდიის ისტორიულ მემკვიდრეობას თანამედროვე საცხოვრებელ და ურბანულ კონცეფციასთან აერთიანებს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 85 მილიონ ლარს შეადგენს და მისი მიზანია თბილისის ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნება და მისი თანამედროვე ურბანულ გარემოსთან ინტეგრირება.






























