მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ლიბერთი” და “ევექსი” თანამშრომლობას აგრძელებენ

BM.GE
04.07.23 12:08
182
რამდენიმე დღის წინ ლიბერთიმ ევექსთან განახლებული მემორანდუმი გააფორმა და სიახლეებიც დააანონსა დღეს ამ ამბის შედეგები უნდა მოვიკითხოთ სტუმრებთან. მემორანდუმის ფარგლებში, გრძელდება პროექტი, რომლითაც ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები, ევექსის 34 კლინიკაში მთელი საქართველოს მასშტაბით, სპეციალური პირობებით სარგებლობენ. რამდენიმე დღეა, 26 ივნისიდან საზოგადოებამ კიდევ ერთი სიახლის შესახებ მიიღო ინფორმაცია. 

ასაკით პენსიონერი, ყველა ის ადამიანი, რომელიც სახელმწიფო პენსიის მიმღები პირი ხდება, ლიბერთის ნებისმიერ ფილიალში, კუთვნილ სოციალურ ბარათთან ერთად, საჩუქრად ევექსის 150 ლარიან ვაუჩერს მიიღებს და ევექსის ნებისმიერ ფილიალში, ერთჯერადი ვიზიტის დროს, წინასწარ შერჩეული 3 სახის სამედიცინო მომსახურებით ისარგებლებს. ევექსის ამ სასაჩუქრე ვაუჩერით სარგებლობა შესაძლებელი იქნება მისი მიღებიდან 2 თვის განმავლობაში. 

სტუმრები: დარეჯან მალაღურაძე - "ლიბერთის" ლოიალობის განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი;
ნათია ილურიძე - "ევექსის" გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები