ბათუმში, 2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გახსნითი ღონისძიება გაიმართა. ლიბერთის მხარდაჭერით, განათლების კოალიციის ინიციატივითა და ორგანიზებით, კონკურსი წელს მერვედ ჩატარდა და მიზნად ისახავს წარმატებული მასწავლებლების გამოვლენას, საზოგადოებისთვის გაცნობას და ამ გზით პროფესიის პრესტიჟის ზრდას. აღნიშნულ შეხვედრაზე გაჟღერდა ახალი ინიციატივა, ლიბერთის თანადგომით დაწესდა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პრემია „ჩვენი ვეფხისტყაოსანი“.