მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ლიბერთი” განათლებისთვის -“ლიბერთი” ემიგრანტებისთვის

BM.GE
23.05.23 13:12
142
ლიბერთისა და უცხოური ენების შემსწავლელ წამყვან ონლაინ პლატფორმა Lingwing ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში, ლიბერთის მხარდაჭერით Lingwing -მა შექმნა ქართული ენის შემსწავლელი საბაზისო კურსი. პლატფორმაზე ქართული ენის შესწავლა შესაძლებელი იქნება ინგლისური და უკრაინული ენებიდან. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ქართველ ემიგრანტებს და მათი ოჯახის წევრებს მარტივად შეისწავლონ ქართული ენა. სასწავლო კურსი ითვალისწინებს საქართველოში მყოფი უკრაინელებისთვის ქართული ენის შესწავლას. ნებისმიერ მსურველს საშუალება ექნება წლის ბოლომდე ყოველგვარი ღირებულების გარეშე შეისწავლოს ქართული ენა. ივნისიდან აღნიშნულ პლატფორმას დაემატება A1 -2 და A1 -3 სასწავლო კურსი, რაც ქართული ენის კიდევ უფრო რთულ და დახვეწილ დონეს გულისხმობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები