ლიბერთი ტრადიციულად წელსაც აგრძელებს “ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის” მხარდაჭერას, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები გამარჯვებისთვის - ანუ, NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში წასასვლელად ბრძოლას შეძლებენ. თუ სწავლობთ საჯარო ან კერძო სკოლაში და ფიქრობთ, რომ გუნდთან ერთად შეგიძლიათ შექმნათ და წარადგინოთ ინოვაციური პროექტი საბუნებისმეტყველო, საინჟინრო ან ტექნოლოგიურ დარგში , უნდა გაეცნოთ კონკურსის პირობებს.
სტუმრები: თამარ ზაქარიაძე - ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი;
მაგდა მაღრაძე - ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი;