მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#ლიბერთი განათლებისთვის: "ლიბერთის" თანადგომით, ცაგერის მუზეუმში ,,ვეფხისტყაოსნის“ 30 უნიკალური, ნაბეჭდი გამოცემა გამოიფინა

ლიბერთი აგრძელებს რეგიონებში ახალგაზრდა თაობის განათლებისა და განვითარებას ხელშეწყობას. 28 -29 ოქტომბერს, ლეჩხუმში, „ცაგერის ისტორიულ მუზეუმში“ ვეფხისტყაოსნის უნიკალური გამოცემები გამოიფინა, რაც ამავე მუზეუმისა და ლიბერთის ერთობლივი პროექტის ნაწილია. პროექტი სახელწოდებით „საუბრები ვეფხისტყაოსანზე“ მიზნად ისახავს მოზარდების ცოდნის ამაღლებას და შეხვედრას იმ ადამიანებთან, რომლებიც იშვიათ ცოდნას ფლობენ რუსთაველისა და მისი პოემის შესახებ. ამჯერად შეხვედრა ლევან თაქთაქიშვილთან გაიმართა, რადგან მუზეუმში წარმოდგენილი „ვეფხისტყაოსნის“ თითოეული ეგზემპლარი, სწორედ ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდების ხელმძღვანელის პირადი კოლექციიდან იყო წარმოდგენილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები