ლიბერთის და მერსი ქორფსის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, პროექტი „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ - გრძელდება.ამჯერად ბაკურიანში, სამცხე-ჯავახეთისა და სხვა რეგიონების წარმომადგენელმა ახალგაზრდებმა RDYE პროექტის ბიზნესგადამზადების პროგრამა დაასრულეს და პროექტის ინტენსიური ბიზნესტრენინგის სერტიფიკატები მიიღეს. ლიბერთის და მერსი კორფსის ერთობლივი პროექტი, ხელს უწყობს ახალგაზრდა, დამწყებ და მოქმედ მეწარმეებს, განავითარონ სამეწარმეო უნარები, ასევე შექმნან ახალი ან გააფართოონ არსებული ახალგაზრდული საწარმოები. აღნიშნული პროექტი, ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს მიიღონ შესაბამისი ცოდნა, მოიპოვონ დაფინანსება და გააძლიერონ საკუთარი ბიზნესი. პროექტის პირველი ეტაპი წარმატებით განხორციელდა და არსებული ახალგაზრდული საწარმოების მართვისა და განვითარების მიმართულებით შესაბამისი ცოდნა რვაასამდე ახალგაზრდამ მიიღო. ამჯერად, ინტენსიური ბიზნეს გადამზადების მორიგი ტრენინგ-კვირეული ჩატარდა. აღნიშნულ ტრენინგზე, 17 მუნიციპალიტეტის, კერძოდ ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მცხოვრები 75 ახალგაზრდა, მათ შორის ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.