მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლიბერთი პირველ საჯარო ობლიგაციებს განათავსებს - როგორია ემისიის დეტალები?

ლიბერთი ბანკი აგრძელებს ინსტიტუციონალურ განვითარებას და ყალიბდება კომპლექსურ ფინანსურ ინსტიტუტად. ამ გზაზე, ბანკი მზად არის მოიზიდოს დაინტერესებული ინვესტორები, რომლებსაც ექნებათ საშუალება წარმატებული ისტორიის მონაწილეები გახდნენ. სწორედ ამ მიზნით, 2024 წლის 24 ივლისს, „საქართველოს ეროვნული ბანკის“ მიერ წინასწარი პროსპექტის დამტკიცების შემდეგ, „ლიბერთი ბანკმა“ დაიწყო 25 მლნ აშშ დოლარის ოდენობის საინაუგურაციო საჯარო სუბორდინირებული სავალო ფასიანი ქაღალდის, ე.წ. ობლიგაციის ემისიის პროცესი.

ფასიანი ქაღალდის ემისია განხორციელდება საჯარო განთავსების გზით 2024 წლის 8 აგვისტოდან და მიზანმიმართული იქნება გათვითცნობიერებულ ინვესტორებზე.

სტუმრები: ვატო ბაბუნაშვილი - „ლიბერთის" ფინანსური დირექტორი და გენერალური დირექტორის მოადგილე;

ირაკლი ელაშვილი - „ალფა კაპიტალ ედვაიზორის“ მმართველი პარტნიორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები