“ლიბერთი ბანკი“ დასახელდა საბანკო ინოვაციების სფეროში ლიდერ კომპანიად EMEA რეგიონში საერთაშორისო კომპანიების - Penki Kontinentai Group-ისა და Diebold Nixdorf -ის მიერ და გადაეცა ჯილდო "Leading Innovator in Banking Functionality Award 2024” ბანკომატებში მომხმარებელთა მომსახურებისა და ტექნოლოგიების სრულყოფისთვის. ასევე, Penki Kontinentai Group-სა და ლიბერთის შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც მომავალში სტრატეგიული პარტნიორობის გაგრძელებას ითვალისწინებს. ლიბერთი, უკვე რამდენიმე წელია მოწინავე პოზიციას იკავებს საქართველოს ფინანსურ სექტორში ინოვაციებისა და ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით. ბანკი წარმატებით პარტნიორობს Penki Kontinentai Group-თან, და მათ შორის BS/2 და ASHBURN International-თან, რომლებიც ჯგუფის შვილობილ კომპანიებს წარმოადგენენ. მათთან თანამშრომლობით წარმატებით დაინერგა უახლესი ტექნოლოგიები საბანკო ოპერაციების გასაუმჯობესებლად.