Visa-ს ინოვაციური B2B Connect პლატფორმა ლიბერთი ბანკის ბიზნეს და კორპორაციული კლიენტებისთვის ხელმისაწვდომი ხდება საქართველოში. Visa B2B Connect ლიბერთი ბანკსა და მის ბიზნეს მომხმარებლებს საშუალებას მისცემს საერთაშორისო გადახდები განახორციელონ სწრაფად, უსაფრთხოდ და ეფექტურად.
Visa B2B Connect არის ინოვაციური, არა საბარათე, ანგარიშსწორების სერვისი, რომელიც შემუშავებულია ფინანსური ინსტიტუტებისთვის, რათა მათ ბიზნეს კლიენტებს საშუალება მიეცეთ განახორციელონ და მიიღონ საერთაშორისო გადახდები პროგნოზირებადი, უსაფრთხო და ეფექტური გზით.