ლიბერთი აგრძელებს უნივერსალიზაციის სტრატეგიას და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული პროდუქტებისა და სერვისების განახლებას. ლიბერთის ციფრული გუნდი მუდმივად ზრუნავს, მომხმარებლებისთვის მარტივი და კომფორტული სერვისების შეთავაზებას როგორც საცალო, ასევე ბიზნეს მიმართულებით. ლიბერთის ბიზნეს მომხმარებლები, უკვე რამდენიმე წელია სარგებლობენ ლიბერთის ინტერნეტ ბანკით. ახლახან, ბანკის ციფრულმა გუნდმა შექმნა სწორედ ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული, მრავალფუნქციური ბიზნეს მობაილ ბანკი. შესაბამისად ბიზნეს მომხმარებლები ნებისმიერ საბანკო მომსახურებას დისტანციურად, ნებისმიერი ადგილიდან მარტივად შეძლებენ.