ევროპის საინვესტიციო ბანკის ორგანიზებით, ღონისძიება “მწვანე, ინკლუზიური და ზრდის ფინანსები” გაიმართა. შეხვედრაზე როგორც კერძო და საჯარო სექტორის, ისე საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებმა საქართველოში მწვანე ეკონომიკის გამოწვევებსა და განვითარების გზებზე ისაუბრეს. ევროპის საინვესტიციო ბანკის უფროსი საკრედიტო ოფიცრის, ანდრეას ბერქოსის განცხადებით, მწვანე ეკონომიკის განვითარება საქართველოსთვის მნიშვნელოვანია. მისი თქმით, ქვეყნის საკანონმდებლო ბაზა ბანკებს შესაძლებლობას აძლევს, მწვანე ეკონომიკის განვითარებას ხელი შეუწყონ. ღონისძიების ერთ-ერთი პანელი, სწორედ, საფინანსო სექტორის მხრიდან გადადგმულ და გადასადგმელ ნაბიჯებს დაეთმო. ლიბერთიში აღნიშნავენ, რომ მწვანე ეკონომიკის დაფინანსება მათთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და ამ მხრივ მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშესაწყობად ბოლო სამ წელში ბანკმა მილიარდ 300 მილიონი ლარი გამოიყო.