ლიბერთი ,,გაზარდე შენი ბიზნესი“ კამპანიის ფარგლებში, სამეგრელოს რეგიონის აგრო და ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. ,,ბიზნეს დიალოგის” სპიკერებმა, ლიბერთის, სოფლის განვითარების სააგენტოს (RDA) და სახელმწიფო პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში“წარმომადგენლებმა, სამეგრელოს რეგიონში დასაქმებულ აგრო და ბიზნესის წარმომადგენლებს გააცნეს სოფლის მეურნეობისა და მცირე ბიზნესის განვითარებისთვის დღეისათვის არსებული ყველა ის შესაძლებლობა, რომელიც ხელს შეუწყობს მოქმედ კომპანიებს კიდევ უფრო გაზარდონ საკუთარი ბიზნესი. ბიზნეს დიალოგის არსებულ ფორმატს სიახლე დაემატა. ლიბერთის ხელშეწყობით, აგრო სექტორში დასაქმებულმა მცირე მეწარმეებმა, სპეციალურ საგამოფენო სივრცეში, საკუთარი პროდუქცია წარმოადგინეს და რეგიონში არსებული პოტენციალი გააცნეს ბიზნესპარტნიორებს. ლიბერთი ,,ბიზნეს დიალოგის” შეხვედრებს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გააგრძელებს.