კარგი დროა ახლა, საგაზაფხულო შეთავაზებებზე სასაუბროდ, განსაკუთრებით მათთვის ვინც აგრობიზნესშია ჩართული და ემზადება სამუშაოების დასაწყებად. ამბავი კი ის გახლავთ, რომ ლიბერთი აგრძელებს მომხმარებელზე ორიენტირებული პირობების შეთავაზებას ბიზნეს და აგროპროდუქტებზე. ახალი საგაზაფხულო შეთავაზება, სხვადასხვა საბანკო პროდუქტზე ხელმისაწვდომობას ითვალისწინებს და ნებისმიერ მომხმარებელს საკუთარი ბიზნესის გაზრდის შესაძლებლობას აძლევს. კამპანიის ფარგლებში - "გაზარდე შენი ბიზნესი“ ლიბერთის ბიზნეს და აგრომომხმარებლებს აქციის ფარგლებში აღებული სესხის თანხაზე 2%-მდე ქეშბექით სარგებლობა შეეძლებათ.
სტუმარი: ირაკლი აბაშიძე - "ლიბერთის" მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორის მოადგილე;