"ლიბერთის" მხარდაჭერით "აუგუსტის" ხილის ქარხანამ ახალი საწარმოო ხაზი აამოქმედა, რამაც შესაძლებლობა მისცა პრემიუმ ხარისხის პროდუქციასთან ერთად, ადგილობრივი თუ საერთაშორისო ბაზრისთვის შედარებით ბიუჯეტური ხაზის, ხილისა და ბოსტნეულის სხვადასხვა სახეობის პროდუქტი შეეთავაზებინა. ლიბერთისთან პარტნიორობის შედეგად მიღებული ინვესტიციით კომპანიამ საწარმოს გადაიარაღება და ახალი ბიუჯეტური ხაზის, "იამეს" ბრენდინგი უზრუნველყო.