მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლიბერთის მხარდაჭერით, კომპანია "ზიონი" მელიქიშვილზე A კლასის ბიზნესცენტრის მშენებლობას იწყებს

დეველოპერულმა კომპანია „ზიონმა“ და ლიბერთი ბანკმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი. შეთანხმების ფარგლებში, ლიბერთის მხარდაჭერით, დეველოპერული კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პროექტის განხორციელება იწყება, რომელიც თბილისის ისტორიულ ნაწილში, მელიქიშვილის გამზირზე, საერთაშორისო სტანდარტების A კლასის ბიზნეს ცენტრის მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 8.5 მლნ ამერიკული დოლარია, საიდანაც ბანკი 6 მლნ დოლარი ინვესტიციას განახორციელებს. ამ თანამშრომლობით ორი კომპანია, ხელს შეუწყობს დედაქალაქის ურბანულ განვითარებას და ბიზნესისათვის პრემიალური სივრცეების შექმნას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები